14:55 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 10:10:11, 547 ნახვა

საზოგადოება
სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

შეიარაღებულ დაპირისპირებას  30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics