17:43 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-22 15:37:05, 331 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონში მცხოვრებ 47 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 47 ოჯახს გადასცა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ.

კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს თბილისის მერია მომავალშიც დაეხმარება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. დღეის მდგომარეობით, უკვე 2 000-ზე მეტ ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები. ეს არის ბინები, სადაც ადამიანები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. ალბათ, ამის ნებაც არ იყო. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები და ის გუნდი, რომელმაც მოახერხა ამ პრობლემების მოგვარება. ვაგრძელებთ ამ სამუშაოებს, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ყველა ოჯახს დავაკმაყოფილებთ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს. გულწრფელად მინდა მივულოცო ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics