19:10 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-22 10:13:47, 320 ნახვა

საზოგადოება
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე  ხილის გადამმუშავებელ კომპანიაში „აჩინებული“ იმყოფებოდნენ, სადაც არასტანდარტული ვაშლის მიღება-გადამუშავების პროცესს ადგილზე  გაეცნენ.

სოფლის განვითარების საგენტოს ინფორმაციით, კომპანია „აჩინებული“ არასტანდარტული ვაშლის  რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამმუშავებელი საწარმო სახელმწიფოს დახმარებით, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით არის შექმნილი.    

 „10 სექტემბრიდან დაიწყო არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი,  ფერმერებს საშუალება აქვთ პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ კომპანიებში ჩააბარონ სამრეწველო ვაშლი. პროგრამაში 10-მდე ხილის გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან. 21 სექტემბრის მდგომარეობით, უკვე  2,700 ტონაზე მეტი არასტანდარტული  ვაშლია ჩაბარებული“,  - განაცხადა  არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ  საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ, 22 თეთრად,  10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას - 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს -  ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ, 22 თეთრად შეისყიდიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics