19:10 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 15:52:43, 399 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ვაინ კახეთმა“ თელავში ახალი საწარმოს მშენებლობა დაასრულა

21 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, „ვაინ კახეთი“ წარმოებას აფართოებს. ახლახან, კომპანიამ თელავში 1 ჰა.  ფართობზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს მშენებლობა დაასრულა. პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 1,5 მლნ. ლარი შეადგინა.-  ამის შესახებ ინფორმაცის „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ვაინ კახეთის“ მფლობელობაშია საფერავის, რქაწითელის, კახური მწვანეს, ქისისა და ხიხვის ჯიშის ვენახები კახეთის სხვადასხვა რაიონებში. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში (ნაკვეთების დამუშავება, ვაზის მოვლა და  მოსავლის აღება) 300-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.

„ვაინ კახეთი“ ამჟამად დღე-ღამის განმავლობაში 1200-1500-მდე ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავებას უზრუნველყოფს, რაც რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სამომავლოდ, კომპანია დამატებით 10,000 ტონაზე მეტი მოცულობის ცისტერნების განთავსებას, მიღებული ყურძნის საკუთარ ქარხანაში გადამუშავებას და ექსპორტზე გატანას გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში „ვაინ კახეთი“  საქმიანობას აქტიურ რეჟიმში ავითარებს. 2019 წელს, ბანკთან თანამშრომლობით, „ვაინ კახეთის“ შვილობილი კომპანიის, „ვივის“ მიერ ვენახები გაშენდა, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში კომპანიას ახალი საწარმო შეემატა. საწარმო კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო განავითაროს და გააფართოვოს საკუთარი საქმიანობა. ჩვენ არ ვჩერდებით, და მუდმივად ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ შემდგომი განვითარების ეტაპზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ალკოჰოლისა და აგრარული სექტორის ხელმძღვანელმა, ნინო აფციაურმა.

„ვაინ კახეთისა“ და საქართველოს ბანკის პარტნიორობა არაერთ წელს ითვლის. ჩვენ სამი წლის წინ ბანკის მხარდაჭერით 100 ჰა ფართობზე 5 სხვადასხვა ჯიშის ვენახი გავაშენეთ და თანამედროვე ღვინის ქარხნის მშენებლობა განვახორციელეთ. ბანკი, როგორც ჩვენი პარტნიორი, მუდმივად გვაძლევს  სტიმულს, შევეჭიდოთ ახალ გამოწვევებს და პროექტებს.  თანამშრომლობის ფარგლებში, ახლო მომავალში ვგეგმავთ სპირტის ქარხნისა და სასტუმროს მშენებლობას“, – განაცხადა „ვაინ კახეთის“ დირექტორმა, ლევან ზილფიმიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics