19:13 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 15:05:33, 557 ნახვა

საზოგადოება
საქართველო „დანაღმულ ველს“ ემსგავსება – კლინიკების ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მიმართვას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოსთვის პანდემიის მე-5 ტალღა, შესაძლოა, უმძიმესი აღმოჩნდეს

კლინიკების ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში ჩამოხსნან საკუთარი პოლიტიკური რეკლამები და მათ ნაცვლად ვაქცინაციის შესახებ მოწოდებებს დაუთმონ.

„შემოდგომის მეორე ნახევრიდან მსოფლიო პანდემიის მე-5 ტალღის მოლოდინშია, რაც ჩვენისთანა მცირე რიცხოვანი ერისთვის შესაძლებელია უმძიმესი აღმოჩნდეს, პრევენციის და პროფილაქტიკის ერთადერთი, ეფექტური მეთოდი მოსახლეობის დროული ვაქცინაციაა, დღეს პანდემიიდან გამომდინარე საქართველო „დანაღმულ ველს, ემსგავსება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ პოლიტიკურ პარტიებს:

- არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღე დაუთმეთ მოსახლეობისთვის ყველაზე სასიკეთო საქმეს; ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ჩამოხსენით თქვენი სარეკლამო ბანერები და მის ნაცვლად გააკარით მოწოდება ვაქცინაციის შესახებ - „აიცერი - ვაქცინა გვიცავს"

თანამემამულენო! თითოეული ჩვენგანის, თუნდაც მცირედმა პოზიტიურმა ქმედებამ შესაძლებელია საკმაოდ დიდი, დადებითი ზეგავლენა მოახდინოს არსებულ ვითარებაზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება ჩვენი ერის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე“- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics