|
2021-09-21 13:14:39, 466 ნახვა
საზოგადოება
კახა კუჭავა - არ აქვს მნიშვნელობა ვის უსმენენ, თუ უკანონო მოსმენაა, რეაგირება უნდა მოყვეს
პარლამენტის თავჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, უკანონო მოსმენა დარღვევა და დანაშაულია, თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურის გადასაწყვეტია, კანონიერების ფარგლებში ვის მოუსმენს. "უკანონობაა ყველანაირი უკანონო მოსმენა ხო, თვითონ სიტყვა ამბობს, თუ უკანონო მოსმენებზე ვსაუბრობთ ესეიგი უკვე დარღვევა არის და დანაშაული არის. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური რას ჩათვლის, ვის ჩათვლის მოუსმინოს კანონიერების ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბამისი უწყების მიერ. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ მოსმენა იქნება თუ იქნება შემდეგ სხვა ზომები მიღებული პარლამენტში, ეს ის კითხვებია, რომლებიც უნდა დაისვას და შესაბამისმა კომპეტენტურმა პირებმა, წარმომადგენლებმა ამ უწყებების უნდა გასცეს პასუხი. ამიტომ ვერ გეტყვით, რადგან არ არის ინფორმაცია, ჯერჯერობით არის მხოლოდ, ასე ვთქვათ, ჭორაობა. არავის მოსმენა არ არის კანონიერი თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს",- განუცხადა კუჭავამ. მისივე თქმით, სულერთია ვის უსმენენ, რადგან ნებისმიერ უკანონო მოსმენას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)