20:39 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-19 11:38:12, 1004 ნახვა

საზოგადოება
სუს-იდან გამოჟონილი ფაილების მიხედვით, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე გიორგი ვოლსკს მეგობრის შვილისთვის პროკურორის თანამდებობას თხოვდა

სუს-იდან გამოღონილი ფაილების მიხედვით, ხაშურის პროკურორის თანამდებობაზე ნოდარ ბიკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის და პარლამენტარ გია ვოლსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, სადაც ზვიადაძემ დეპუტატს და უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს შეახსენა,  მისი მეგობრის შვილის – ნოდარ ბიკაშვილის ხაშურში პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი. 

"მოპოვებული ინფორმაციით, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პარლამენტარ გია ვოლსკის შეახსენა მისი მეგობრის შვილის – ნოდარ ბიკაშვილის ხაშურში პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი. გ. ვოლსკი დაჰპირდა, რომ ამ საკითხს შეათანხმებს მთავარ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან. გ. ზვიადაძე ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე ესაუბრა მთავარი პროკურორის მოადგილეს გიორგი გაბიტაშვილს" - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ერთ-ერთ ფაილში.
სატალეფონო საუბარი 2017 წლის  15 ივნისს გაიმართა.

ხაშურის რაიონული პროკურორი 2013 წლის აპრილიდან ირაკლი შანიძეა.

სიონის საკათედრო ტაძრის ხელმძღვანელის გიორგი ზვიადაძის შესახებ სუს-იდან გამოჟონილ ფაილებში ბევრი კრებსია. მათ შორის ზვიადაძის და მისი შვილის საუბარი, რომელიც ტექნოლოგიების პარკს ხელმძღვანელობს. მამა-შვილი ზვიადაძეები საუბარში განიხილავენ არჩილ თალაკვაძის მეუღლის ქეთევან ბუბუტეიშვილის ბედს, რომელიც საქართველოს ტექნოლოგიების პარკში მუშაობდა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics