20:39 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-18 11:40:53, 557 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე სამეგრელოში დევნილ ოჯახებს შეხვდა

ზუგდიდში,  „ვექტორისა“ და „ოდიშის“ დასახლებებში, ნგრევად და სახელმწიფო მნიშვნელობის შენობებში,  წლების განმავლობაში მძიმე პირობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცემათ.

ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით,  უპრეცედენტოთ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. 200-მდე ოჯახი, საცხოვრებელ ფართს  ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს.

„ჩვენ ინტენსიურად ვხურავთ იმ კომპაქტურ შენობებს, სადაც უმძიმესი პირობებია. ამ ეტაპისთვის, ზუგდიდში,  „ვექტორისა“ და „ოდიშის“ დასახლებებში,  განსახლება კრიტერიუმების გარეშე მოხდება. დეტალურ შესწავლას  ოქტომბრის თვიდან დავიწყებთ და დევნილი მოსახლეობის განსახლების პროგრამა აქტიურად დაიწყება“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

2020 წელს, თანამედროვე სტანდარტების ბინა 360 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა და შედეგად 68 ნგრევადი ობიექტი დაიხურა.

 2021 წლის ბოლომდე კი, ახალ საცხოვრებელს, კიდევ  600 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.  დამატებით, ზუგდიდში იგეგმება 1700 ბინის აშენება დევნილებისთვის. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics