|
2021-09-16 11:15:17, 370 ნახვა
საზოგადოება
SOLO-ს მხარდაჭერით ბავშვების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
SOLO-ს მხარდაჭერით 25-26 სექტემბერს ისთ ფოინთში, (ფანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16:00 სთ-ზე) ყველაზე პატარა მეწარმეების, ბავშვების მარკეტი გაიმართება. ისინი თავიანთ შექმნილ პროდუქტებს სხვადასხვა კატეგორიაში წარმოადგენენ. ესენია: კრაფტი, კვება, სამკაული, სათამაშო და ა.შ. პატარა ანტრეპრენერები საკუთარი ხელით დამზადებული ნივთების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობასა და გაყიდვას შეძლებენ. თუ თქვენი ოჯახის წევრები, შვილები ან მათი მეგობრები ქმნიან საინტერესო პროდუქტს ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების, სათამაშოების ან კვების კატეგორიიდან, მაშინ შეგიძლიათ მათთან ერთად შეავსოთ ონლაინ განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://solo.ge/ka/solo/lifestyle/event-details/613f6034ae3b47ff23dab6ad რათა მათ შეძლონ მარკეტში მონაწილეობა. განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 20 სექტემბერს დასრულდება. მონაწილეობის მიღება 16 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ. კოვიდ რეგულიაციებიდან გამომდინარე მარკეტში მონაწილეობას პირველი 50 აპლიკანტი შეძლებს. პროექტის ფარგლებში დაწესებულია 2 საპრიზო ადგილი. ერთ გამარჯვებულს დაასახელებს სპეციალური ჟიური, ხოლო მეორე გამარჯვებული ადგილზე, ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება. „მარკეტის გენერალური წარმდგენია SOLO და ეს ლოგიკურიცაა. SOLO მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობას და ბრენდის ღირებულებების: აღმოჩენისა და გულშემატკივრობის ფარგლებში ცდილობს, ხელი შეუწყოს დამწყებ პატარა მეწარმეებს, რათა მათ შეძლონ საყვარელი ჰობის განვითარება, დასახული მიზნებისა თუ ოცნებების რეალობად ქცევა და საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა. ჩვენი ერთ-ერთი პროექტი- SOLO Sunday-ც სწორედ ამ მიზანს ემსახურება და პატარებისთვის შემეცნებით და გასართობი სახის მასტერკლასების ჩატარებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, მხარს ვუჭერთ პროექტს, რომელიც ინსპირაცია იქნება როგორც პატარა მეწარმეებისთვის, ისე იმ ბავშვებისთვის, ვისაც ჯერ მხოლოდ იდეები აქვთ და განხორციელებისთვის წახალისება, ბიძგი სჭირდებათ. ამ საინტერესო პროექტში ველით ბავშვებს, რომლებიც არ გაჩერდნენ − წამოიწყეს საკუთარი საქმე და დღემდე დიდი მონდომებით არიან ჩართული მის განვითარებაში“,- განაცხადა SOLO Lifestyle-ის ხელმძღვანელმა, ნინი ჩიქოვანმა. მარკეტის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://solo.ge/ka/solo/news/details/61406a7bae3b47ff23dab6fe
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)