12:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-05 12:10:41, 678 ნახვა

საზოგადოება
რესტორნებმა 6 თებერვალს დაგეგმილი დაუმორჩილებლობის აქცია გააუქმეს

რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად აღარ გაიხსნებიან, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რესტორნები 15 თებერვლამდე კვლავ მიტანის სერვისით გააგრძელებენ ფუნქციონირებას.

„გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის მიერ იქნა მიღებული, ეს არის ყინულის გალღობა და წინ გადადგმული ნაბიჯი იმ უფსკრულის ამოსავსებად, რაც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის შეიქმნა „ლოქდაუნებიდან“ გამომდინარე. შაბათს რესტორნებს დაანონსებული გვქონდა დაუმორჩილებლობის აქტი. სურვილი გვქონდა მიგვეღო სტუმრები რეგულაციების ფარგლებში. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ არის ის, რომ შაბათს დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება და რესტორნები მიტანის სერვისით გააგრძელებენ ფუნქციონირებას“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics