12:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 14:47:15, 691 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა - სანოტარო სერვისების მიღება მხოლოდ სანოტარო ბიუროებშია შესაძლებელი

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ერთ-ერთი კომპანიის განცხადებას ეხმიანება, სადაც ეს კომპანია მომხმარებელს სანოტარო მოქმედებებზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გაცნობებთ, რომ სანოტარო სერვისების მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ მხოლოდ  სანოტარო ბიუროებში და სანოტარო ბიუროების გარდა, სხვაგან არსად არ არის შესაძლებელი სანოტარო მომსახურების მიღება.

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურები, გადახდის წესი და მომსახურების ვადები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 507-ე დადგენილებით. იხ. ბმული https://www.notary.ge/res/docs/sakanonmdeblo/axali_aktebi/matsne.pdf

მოქალაქეები სანოტარო მომსახურებისთვის თანხას იხდიან  მხოლოდ ამ დადგენილების შესაბამისად, და ცალკეული კომპანიებისა თუ ორგანიზაციების მიერ სანოტარო სერვისებზე ფასდაკლების შეთავაზება წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რაც აზიანებს ნოტარიუსების იმიჯს, ახდენს არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას სანოტარო  საქმიანობის საზღაურის შესახებ  და წარმოადგენს მომხმარებლის  შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მოქალაქეებს მოუწოდებს, სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია  მიიღონ მხოლოდ ოფიციალური არხებით, როგორებიცაა: ნოტარიუსთა პალატის ცხელი ხაზი (2 206 776) და იურიდიული კონსულტაცია (2 206 777);  ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდი - notary.ge  ნოტარიუსთა პალატის გვერდი სოციალურ ქსელში - https://www.facebook.com/notariustapalata





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics