16:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-28 20:39:01, 571 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერმა კიშინიოვის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა

ნაძალადევის რაიონში, კიშინიოვის ქუჩაზე 5 400 კვ.მ ფართობზე სპორტული სივრცე და სკვერი მოეწყო. ლოტკინის დასახლებაში ამ დრომდე მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ ფეხბურთის ძველი, დაზიანებული მოედანი იყო.

ახალი რეკრეაციული სივრცე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მიხეილ ყაველაშვილთან და დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის მოეწყო ძალიან კარგი დასასვენებელი ადგილი. ყველა თაობაზეა მორგებული. აქ არის ატრაქციონები, ველობილიკი, სპორტული მოედნები, დასასვენებელი სივრცე. მიხარია, რომ ასეთი რეკრეაციული სივრცეები ემატება ჩვენს ქალაქს და ყველა რაიონში, ყველა უბანში გვინდა რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, ველობილიკი, ქვიშის მოედანი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონი; მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა; შესრულდა გამწვანების სამუშაოები - დაირგო 300-ზე მეტი ნერგი და დაიგო ბალახის საფარი.

პროექტის ღირებულება 665 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics