|
2021-01-28 20:22:53, 571 ნახვა
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია GDS 5 000 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია GDS 5 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიამ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეკოპმპანია არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ფილმის კანონდარღვევით განთავსებისთვის დააჯარიმეს. „კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვი“ ეთერში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ფილმის კანონდარღვევით განთავსების გამო 5000 ლარით დააჯარიმა და მაუწყებელს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება დაავალდებულა. საქმე ეხება მხატვრულ ფილმს „მამაცი გული“, რომელიც შეიცავს ძალადობის, მკვლელობის, სექსუალური სცენებისა და სიშიშვლის ამსახველ კადრებს. აღნიშნული ფილმი ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვიმ“ სამაუწყებლო ბადეში კანონმდებლობით შეუსაბამო დროს და შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების გარეშე განათავსა. კერძოდ, „ჯი დი ეს თი ვის“ ეთერში ფილმი 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ნიშანდებით 18:15 საათზე გავიდა, მაშინ, როდესაც 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ფილმი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება განთავსდეს 6 საათიდან 21 საათამდე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ძალადობისა და მკვლელობის კადრების შემცველი გადაცემა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის, ხოლო სექსუალური სცენისა და სიშიშვლის ამსახველი კადრების შემცველი გადაცემა 15 წლამდე მოზარდებისთვისაა შეუსაბამო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფილმს ამერიკის მხატვრული ფილმების ასოციაციის (Motion Pictures Association – MPA) მიერ მინიჭებული აქვს R კატეგორია, რაც გულისხმობს, რომ ფილმი შეუსაბამოა 17 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს გამართულ სხდომაზე ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვის“ წარმომადგენელმა თავადაც აღიარა სამართალდარღვევა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლის მიმართ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა გამოიყენა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, ტელეკომპანიას კანონმდებლობის მოთხოვნების აღსრულება დაავალდებულა. ამასთან, კომუნიკაციების კომისია თითოეული საკითხის განხილვისას მხედველობაში იღებს იმ ობიექტურ ფაქტორსაც, რომ არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების წესში შესული ცვლილებები 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლებს სჭირდებათ გარკვეული დრო სამაუწყებლო ბადეების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. შეგახსენებთ, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები მოზარდებს მაუწყებლებისა და ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან იცავს, მშობლებს კი, ეძლევათ მოქნილი მექანიზმი შვილები დაიცვან ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან, რომლებსაც მათ ფსიქიკაზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)