18:59 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 15:52:53, 5416 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვის პრეზიდენტი, რუსეთში გამართულ აღლუმზე დასწრების შემდეგ, თვითიზოლაციაში გადავიდა

მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდოვმა, რომელიც მოსკოვში აღლუმზე იღებდა მონაწილეობას, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთარ რეზიდენციაში თვითიზოლაციაში გადავიდეს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა მოლდოვურ ტელევიზიასტან საუბრისას, პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„მე გადავწვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში ვიყო თვითიზოლაციაში, 48, 72 საათი, რამდენიც საჭირო იქნება. ჯერჯერობით არ მივიღებ მონაწილეობას საჯარო ღონისძიებებში, თუმცა შემდეგი კვირიდან გავაგრძელებ შეხვედრებს“, - განაცხადა დოდონმა.

მოლდოვის პრეზიდენტის განმარტებით, მან რუსეთში წასვლამდე კორონავირუსზე 2-ჯერ გაიკეთა ტესტი. 75 ჯარისკაცი, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას რუსეთის აღლუმში, არ არის კოვიდინფიცირებული.

დოდონმა ასევე უარყო ინფორმაცია, რომ მის გარშემო არსებულ ადამიანებს შორის, არის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო დაფიქსირებული კოვიდინფიცირების მხოლოდ 1 შემთხვევა და 5-6 შემთხვევა, სახელმწიფო დაცვის სამსახურში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics