21:05 - 09 Jul, 2026
|
2020-06-23 11:02:27, 6111 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეაში რუსული გემის 16 მეზღვაურს კორონავირუსი დაუდასტურდა
სამხრეთ კორეაში რუსული გემის 16 მეზღვაურს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქალაქ ბუსანის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, გემი, რომელიც ქალაქ ვლადივასტოკიდან გაემგზავრა, კვირას, 21 ივნისს ბუსანში ჩავიდა. ბორტზე სულ 21 მეზღვაური იმყოფებოდა, რომელთაგან 16-მა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ბუსანის მთავრობის ინფორმაციით, დაახლოებით 60 ადამიანი, რომლებსაც მეზღვაურებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ, კარანტინში გადაიყვანეს. მათ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ. მათ შორის არიან პორტში მომუშავე სამხრეთ კორეელები, რომლებმაც გემი ტვირთისგან დაცალეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)