15:54 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 11:57:44, 2292 ნახვა

მსოფლიო
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი - ცოტა ვიცეკვე, როდესაც მითხრეს, რომ ქვეყანას ვირუსის აქტიური შემთხვევები აღარ აქვს

ახალმა ზელანდიამ კოვიდ19-ის გამო დაწესბეული შეზღუდვები გააუქმა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში აქტიური შემთხვევები აღარ დაფიქსირდა.

ადგილობრივი დროით ღამის 12:00 საათზე, ახალი ზელანდია ცხოვრების განსხვავებულ სტილს დაუბრინდა.

ქვეყანაში დაწესდა ახალი წესები, რომლის მიხედვით, სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო აღარ იქნება. ასევე ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრა დასაშვები იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ზელანდიის საზღვრები უცხოელებისთვის კვლავ დახურული რჩება.

ცნობისთვის, ახალ ზელანდიაში კოვიდ19-ის ახალი შემთხვევა ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ გამოვლენილა.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან „ცოტა იცეკვა“, როდესაც უთხრეს, რომ ქვეყანას აღარ აქვს ვირუსის აქტიური შემთხვევები.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უფრო უსაფრთხო და ძლიერ მდგომარეობაში ვართ, ჯერ კიდევ არ არსებობს მარტივი გზა წინამორბედ ცხოვრებამდე, მაგრამ განსაზღვრება და ყურადღება გამახვილდა ჩვენს ჯანმრთელობაზე რეაგირებაზე. ახლა კი, ეკონომიკური აღმშენებლობის პირობებში გადავალთ”, - თქვა ქალბატონ არდერნმა.

შეგახსნებთ, რომ ახალი ზელანდია კოვიდ19-ის გამო 25 მარტს ჩაიკეტა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics