06:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-07 18:19:34, 3632 ნახვა

სამართალი
რომში გამართულ მასიურ აქციას, დემონსტრანტებს და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა

მასიური არეულობა მოჰყვა მემარჯვენე რადიკალებსა და პოლიციას შორის შაბათს, რომაულ ცირკთან, ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის პირობებში დემონსტრაციული მიტინგების აკრძალვის მიზეზით.

მაშნ, როდესაც მომიტინგეების ჯგუფმა უკმაყოფილების გამოხატვის მიზნით ინტერვიუს მიცემა გადაწყვიტა, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. ჟურნასლისტებს ბრალი ფაქტების დამახინჯებაში დასდეს. „ტერორისტი არიან ჟურნალისტები“ - ამ ფრაზას მომიტინგეების ნაწილი ყვიროდა, ნაწილი კი პოლიციელებს ბოთლებს და კვამლის ბომბებს ესროდნენ. ჯამში 15 მომიტინგე დააკავეს.

აქციაში მონაწილეობა იტალიის ნეოფაშიტური მოძრაობა და „ულტრას“ ფეხბურთის გულშემატკივრები იღებდნენ. აქციის ორგანიზატორებმა მათ მოუწოდეს იმ ჩვეულებრივ მოქალაქეებს გვერდში დადგომოდნენ აქციაზე, რომლებმაც აღარ იციან ბავშვები რითი გამოკვებონ. ორგანიზატორები ირწმუნებოდნენ, რომ საპროტესტო აქცია მშვიდობიანი იქნებოდა და ძალადობას ადგილი არ ექნებოდა. ორი ათასამდე ადამიანისგან შექმნილ აქციაზე, არეულობის შემდგენ მხოლოდ რამოდენიმე დემონსტრანტი დარჩა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics