06:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-07 15:12:57, 3206 ნახვა

სამართალი
აშშ-ის საელჩო თბილისში - აშშ, დემოკრატიული ღირებულებების გასამტკიცებლად ბრძოლას გააგრძელებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, ვაშნგტონში, ჯორჯ ფლოიდთან დაკავშრებით ანტირასისტული აქციების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შტატები დემოკრატიული ღირებულებების გასამტკიცებლად ბრძოლას გააგრძელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, ისე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო თვალყურს ადევნებს ღრმად შემაშფოთებელ ახალ ამბებს, რომლებიც უკავშირდება პოლიციელების მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფაქტს, 25 მაისს, მინესოტაში. ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, მშვიდობიანი პროტესტები და თანმდევი ძალადობა, რასაც ადგილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ნაწილში, მათ შორის, ვაშინგტონში შეგვახსენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია ისწრაფვის და ზოგჯერ წინააღმდეგობებსაც აწყდება რთულ ბრძოლაში დემოკრატიული ღირებულებების, განსამტკიცებლად, რაც თავისთავად მოიცავს კანონის უზენაესობას, სამართლიან და თანასწორ მოპყრობას ყველას მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, ცხადია შორსაა სრულყოფისგან.

ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული სიკვდილი არის კიდევ ერთი სულის შემძვრელი შეხსენება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მუდმივი ბრძოლისა ამ იდეალების სრულად დასაცავად. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები: სიტყვის, პრესისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება აქცევს ამერიკას ღია ქვეყნად, რომელიც ესწრაფვის თავისუფლებასა და სამართლიანობას ყველასათვის და უარყოფს ძალადობას, რომელიც არავის და არანაირ ღირებულ მიზანს არ ემსახურება. ჩვენ ვისწრაფვით ამ იდეალების გათავისებისკენ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, რადგანაც ეს იდეალები ძლიერი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ არ შევეცდებით დავფაროთ ჩვენი მტკივნეული ბრძოლა, რადგან გვჯერა, რომ გულწრფელი საჯარო დისკუსია დაგვეხმარება გავხდეთ უკეთესი და უფრო ძლიერი. ფუნდამენტური ღირებულებების განმტკიცება არის გზა, რომლის საშუალებითაც სრულად მივაღწევთ თანასწორობას, შევებრძოლებით დისკრიმინაციასა და უსამართლობას. ჩვენ გვამხნევებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოთქმული წუხილი და მხარდაჭერა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics