|
2020-06-05 13:30:44, 4419 ნახვა
მსოფლიო
„ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავები“ - ასე უწოდა „ფორბსმა“ ტურისტებისთვი უსაფრთხო 7 ქვეყანას, მათ შორისაა საქართველოც
ამ ეტაპზე გლობალური ტურიზმის ინდუსტრია უპრეცენდენტო ვარდნის შესაჩერებლად იბრძვის, თუმცა ამავდროულად მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ტურისტების ბუმისთვის ემზადება. ძალიან ბევრ ქვეყანას, რომლებსაც ამ დრომდე მსოფლიო დონის სამოგზაურო დანიშნულება არ ჰქონიათ, გარკვეული პრიორიტეტების გამო, თავის წარმოჩენის საშუალება მიეცათ - რასაც თან ერთვის ჩამოთვლილი 7 ქვეყნის, გარემო, კულტურა, ბუნება და არქიტექტურა - ამის შესახებ, „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ სასტიაშია აღნიშნული. პირველი ადგილი ეთიოპიას, მეორე ირანს, მესამე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ მიანმას იგივე ბირმას ეკუთვნის, მეოთხე ადგილს საქართველო, მეხუთეს ფილიპინები, მეექვსეს სლოვენია, ხოლო მეშვიდეს ტუნისი იკავებს. ჩამონათვალში მეოთხე ადგილს, საქართველო იკავებს რომელიც ხშირ შემთხვევაში ტურისტებს ამერიკის შტატ ჯორჯიაში ერევათ, თუმცა ეს ქვეყანა კავკასიის რეგიონის, ერთ-ერთი იდილიური ტურისტული დანიშნულებაა - ამის შესახსებ, „ფორბსის“ სტატიაში ვკითხულობთ. სტატიის ავტორი, ტურისტებს მოგზაურობის დაწყებას თბილისიდან ურჩევს. მისი, თქმით ეს არის ქვეყნის უძველესი დედაქალაქი, რომელიც გორაკ-ბორცვებზეა გაშენებული. „საქართველო ხშირ შემთხვევაში, ტურისტებს ამერიკის შტატ ჯორჯიაში ერევათ, თუმცა ეს ქვეყანა კავკასიის რეგიონის, ერთ-ერთი იდილიური ტურისტული დანიშნულებაა. გირჩევთ მოგზაურობა საქართველოს უძველესი დედაქალაქით, თბილისით დაიწყოთ რომელიც გორაკ-ბორცვებზეა გაშენებული. თბილისში არსებული ძველი თბილის, ეკლესიებით და რესტორნებით არის შემოსილი, რომლებიც მდინარე მტკვრის სანაპიროს მიუყვება. მიუხედავად იმისა, რომ ურბანული საქართველო საკმაოდ მიმზიდველია, არ დაგავიწყდეთ მისი ბუნების სილამაზეებს მონახულებაც - მოძველებული საძოვრები და დასავლური იდილიური პატარა ქალაქები, ის ადგილებია, რომლებიც აუციელბად უნდა მოინახულოთ. ასევე არ დაგავიწყდეთ ღვინის დაგემოვნება. საქართველო, მეღვინეობის დედამიწის ერთ-ერთი უძველესი რეგიონია, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 6000 წელს აღმოცენდა“, - ნათქვამია სტატიაში.
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)