06:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 17:25:34, 3338 ნახვა

სამართალი
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შსს-ს მიერ 8 737 დარღვევის ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შსს-ს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა.

აღნიშნულის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

ამავე ანგარიშის თანახმად, საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ იქნა 382, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი.

  • „მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი;
  • მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისთვის დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი;
  • 3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობისა და პირბადის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი;
  • კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილებისთვის დაჯარიმდა 27 ფიზიკური პირი;
  • იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტზე დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი;
  • ინდ. მეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტზე დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე).

ასევე, აღსანიშნავია, რომ მთავრობის N181 დადგენილების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სულ შედგა სამართალდარღვევის 202 ოქმი“, - ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics