13:17 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 14:15:02, 1552 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში წიგნის ,,ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში" პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წიგნის „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში'' პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის, მომზადდა საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლების და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტის მიერ.

სახელმძღვანელო მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა, ადამიანის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება. წიგნში გაანალიზებულია ევროსასამართლოს პრაქტიკა ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევაზე. კრებული ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დახმარებით გამოიცა.

სახელმძღვანელოს პრეზენტაციას საქართველოს პროკურატურის, ევროკავშირის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს პროკურატურისათვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების დაცვა და ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics