22:41 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-31 10:11:51, 5359 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, ღამით კომენდანტის საათი გამოცხადდა

BBC-ის ცნობით, ამერიკის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მინეაპოლისში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, ღამის საათებში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

როგორც ცნობილია, მინესოტას შტატში ღამით ეროვნული გვარდიის ასეულობით ჯარისკაცი მობილიზდა.

ამ ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ მსგავსი ღონისძიებები ორი დღით ადრე რომ მიეღოთ ზიანი ნაკლები იქნებოდა. ტრამპი აღნიშნავს, რომ გვარდია დიდ სამსახურს ასრულებს.

ამასთანავე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომიტინგეებს „მძარცველები და ანარქისტები" უწოდა და მათ ძალადობაში დასდო ბრალი.

მედიის ცნობით, კორკ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციები 30-მდე ქვეყანაში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ჯორჯ ფლოიდი, 46 წლის აფროამერიკელი, მოკლეს ორშაბათს მინეაპოლისში პოლიციის დაკავების დროს. საქმეში მონაწილე პოლიციელებს ბრალი წაუყენეს ფლოიდის მკვლელობაში და განაჩენი ორშაბათს სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. კადრებში, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება ჩანს, რომ პოლიციელი, შოვინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ფლოიდს კისერზე მუხლს ადებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფლოიდი არაერთხელ ამბობს, რომ მას სუნთქვა არ შეუძლია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics