|
2020-05-29 13:03:22, 1637 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე საკოორდინაციო საბჭოს წევრი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების წლიური ანგარიში განიხილეს. სხდომას შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, მომდევნო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი სამიზნე მიმართულებები განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სისტემური რეფორმის მიმართულებებიდან მინდა აღვნიშნო: კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საპატრულო პოლიციის რეფორმა, საზღვრის დაცვის კონტროლის გაძლიერება. აღნიშნული მიმართულებებით სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და სისტემაში დანერგვა ძალზე მნიშვნელოვანია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე, სამინისტროს ინსტიტუციური განვითარებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანობის გაზრდა, საქმიანობის გაძლიერება, ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად ერთობლივი აქტივობების შემუშავება და სწორედ ამ ფორმატში შეთანხმება“- განაცხადა კახაბერ საბანაძემ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში და მის მიერ დაფინანსებულ, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ტექნიკური დახმარების პროექტის გუნდს, მუდმივი კოორდინაციისა და მხარდაჭერისათვის.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)