14:10 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 13:57:48, 1891 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში ტურისტული ღირსშესანიშნაობები გაიხსნა - მათ შორისაა ათენის აკროპოლისი

საბერძნეთში ორ თვიანი კარანტინის შემდეგ, 200-ზე მეტი არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა.  ისინი, რომლებიც ღია ცის ქვეშ მდებარეობენ და ასევე ათენის აკროპოლისი - ყველაზე მონახულებადი ადგილი საბრძნეთში.

მუზეუმის თანამშრომლები, ღია ცის ქვეშ დამცავი ნიღბებით ხვდებიან სტუმრებს, რათა აუხსნან წესები, რომ აუცილებელია დისტანციის დაცვა ნახევარი მეტრის რადიუსით.

მუზეუმის ტერიტორიაზე, შესაძლებელია ერთდროულად 2000 ადამიანის მოთავსება, თუმცა ამასთანავე იკრძალება დიდი ტურისტული ჯგუფების შესვლა.

დახურულ სივრცული ღირსშესანიშნაობები კი 15 ივლისიდან გაიხსნება, ანალოგიური ჰიგიენის ზომების და დისტანციის დაცვით.

„ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი უნიკალური ისტორიული ძეგლების უსაფრთხოებაზე, რომელთა სანახავადაც მილიონობით ტურისტი ყოველდღიურად ჩამოდიოდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ასევე თანამშრომლების და თითოეული ტურისტის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმები მივიღეთ. თუ გავერთიანდებით ჩვენ მივაღწევთ მიზანს“, - ამის შესახებ, საბერძნეთის პრეზიდენტმა კატერინა საკელაროპულუმ განაცხადა.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics