|
2020-05-12 18:24:05, 2300 ნახვა
მსოფლიო
WHO აშშ-სა და ბრაზილიაში ვირუსის სწრაფ გავრცელებაზე - ისინი გაფრთხილებებს სერიოზულად არ აღიქვამდნენ
ზოგიერთმა ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ პირველი გაფრთხილება საკმარისად სერიოზულად არ მიიღო, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა. მას შემდეგ რაც აშშ-მ განაცხადა, რომ ქვეყნებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ინფორმაცია დროულად არ მიაწოდა, WHO ახსენებს ქვეყნებს, რომ იანვრის შუა რიცხვებში მან გააფრთხილა ყველა წევრი ქვეყანა ვირუსის შესახებ და ამავე თვის ბოლოს გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობაც. თებერვლის განმავლობაში, ამბობენ ორგანიზაციაში, ისინი მოუწოდებდნენ მთავრობებს დაეწყოთ მკაცრი ტესტირება და კარანტინის რეჟიმზე გადავლა. აშშ-სა და ბრაზილიაში ვირუსის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშირებით WHO- ს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ისინი გაფრთხილებებს სერიოზულად არ აღიქვამდნენ. სპიკერის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ამერიკასა და ევროპაში ბევრ ქვეყანას არ ახსოვდა რა ზიანის მოტანა შეეძლო ინფექციას, განსხვავებით აფრიკისგან, რომელსაც მსგავსი ეპიდემია უახლოეს წლებში ჰქონდა გადატანილი. სპიკერის თქმით, აფრიკის ქვეყნებმა იცოდნენ, რომ ადრეული ჩარევა ეფექტური იყო და ეს შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზია იმის, თუ რატომაა მათ ქვეყნებში ვირუსის გავრცელება შედარებით ნელი.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)