12:34 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-09 16:48:13, 2270 ნახვა

მსოფლიო
რუსეთსა და ბელორუსიაში 9 მაისის აღლუმი გაიმართა (ვიდეო)

რუსეთი ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის თავს, საკარანტინე შეზღუდვების პირობებში აღნიშნავდა. მასშტაბური ღონისძიებები გადაიდო სამომავლოდ. ვლადიმერ პუტინმა მარადიულ ცეცხლთან, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილების თაიგული მიიტანა და რუსებს დღესასწაული მიულოცა. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ 9 მაისი - ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი დღესასწაულია ქვეყნისთვის.

„სულიერი მნიშვნელობა, გამარჯვების ასაღნიშნავად უცლელია, ჩვენი დამოკიდებულება კი მის მიმართ წმინდა. ეს ჩვენი სიამაყე და სახსოვარია, ჩვენი ქვეყნის, თითოეული ოჯახის, ჩვენი სულის ნაწილი, რომელიც ჩვენ ჩვენმა მშობლებმა ბებიებმა და ბაბუებმა გადმოგვცეს“, - განაცხადა პუტინმა.

კვლევის თანახმად, ომის დროს საბჭოთა კავშირში 27 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა, ბელორუსიაში მინსკში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ისე როგორც შვედეთში, ბელორუსიაშიც არ მოქმედებდა კარანტინი.

 ლუკაშენკოს თქმით, ქვეყანას არ შეუძლია უღალატოს ტრადიციებს, რომელმაც 75 წლის მანძილზე ისტორიაში გმირობის სახელით შევიდა. აღლუმში 3 ათასმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა.









ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
კობახიძე ზელენსკიზე: მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics