|
2020-05-03 18:16:05, 2070 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის სპეცსამსახურები კოვიდ19-ის შესახებ მონაცემების დამალვასა და განადგურებაში ადანაშაულებენ
ჩინეთს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადისა და ახალი ზელანდიის სპეცსამსახურები კოვიდ19-ის შესახებ მონაცემების დამალვაში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ საუბარია საგამოძიებო დოკუმენტში, რომლის ავტორი სადაზვერვო ალიანსი „ხუთი თვალია“. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, პეკინი 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში ფლობდა მტკიცებულებას ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ, მაგრამ ამ ფაქტს 2020 წლის 20 იანვრამდე უარყოფდა. კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ჩინეთმა უჰანის პროვინციაში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მტკიცებულებები გამიზნულად დაფარა ან გაანადგურა. „ჩინეთმა უჰანის პროვინციაში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მტკიცებულებები გამიზნულად დაფარა ან გაანადგურა. ჩინეთის ხელისუფლება აიძულებდა ექიმებს გაჩუმებულიყვნენ. ჩინეთი ლაბორატრიებში ვირუსის შესახებ მონაცემებს ანადგურებდა და იმ უცხოელი მეცნიერებისთვის, რომლებიც ვაქცინის შექმნისთვის მუშაობდნენ, ის უარს აცხადებდა ბიომასალების მიწოდებაზე", - წერს The Daily Telegraph.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)