იზორია: ვისაც გაუჩნდება სურვილი განახორციელოს აგრესია, უნდა დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს
"ვისაც გაუჩნდება სურვილი განახორციელოს მორიგი აგრესია საქართველოზე, უნდა დაფიქრდეს თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს, თავისი საბრძოლო მომზადების მაღალი ხარისხით“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.