ლევან იზორია ავღანეთში დაღუპული მდინარი ბებიაშვილის თანამებრძოლებსა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს შეხვდა
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შვიდობისმყოფელებისთვის თანადგომის გამოსახატად და გასამხნევებლად, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად გაემგზავრა.