კობახიძე: მიხარია, რომ „ნაცმოძრაობის“ დიდი ნაწილი ემიჯნება გეგმას, რომლის ჩაშლაზე ასე დანანებით საუბრობს სააკაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე პასუხისმგებლობას იღებს. კობახიძის თქმით, ყველა განცხადება კონკრეტულ ფაქტებსა და ინფორმაციებს ეფუძნებოდა.