ინაშვილი გვენეტაძეს: აგვიხსენით, როგორ დაასტაბილურებთ ლარს, ან გეყოთ ვაჟკაცობა და თქვით, რომ დოლარი 3 ლარი გახდება
მე ყურადღებით ვუსმენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის გამოსვლებს და ვხედავ რომ სხვა პლანეტაზე იმყოფებით, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ირმა ინაშვილმან ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.