08:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კალაძე: „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება იძლევა შესაძლებლობას, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებული არ ვიყოთ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველო რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებული არ იყოს.

 

შავგულიძე ქორწინების დეფინიციაზე: „ოცნება“ არასწორი წინასაარჩევნო კამპანიის ტყვეობაში მოექცა

„თავისუფალი დემოკრატები“ კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ასახვას მხარს არ უჭერენ.  პარტიის პოზიცია ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ გააცნო.

 

ნარჩემაშვილი ქორწინების დეფინიციაზე: საზოგადოების სურვილია, კონსტიტუციაში მოხდეს მისი ასახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, საზოგადოების სურვილია, რომ კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ასახვა მოხდეს.

 

აბაშიშვილი: პრეზიდენტის ფუნქციები მცირდება, იცლება პირდაპირი არჩევის წესი და პრეზიდენტი რჩება ადმინისტრაციის გარეშე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ, ერთობლივ დოკუმენტს აფასებს და აცხადებს, რომ დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, როცა პრეზიდენტს უმცირდება ფუნქციები და მისი არჩევის პირდაპირი წესი არაპირდაპირით იცვლება,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის დადანაშაულება კომისიაში შემავალ ოპოზიციურ პარტიებთან კონსპირაციულ შეთქმულებაში აზრს მოკლებული და არალოგიკურია.

 

პრემიერი: 2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება.

 

პრემიერი: საკმარისი რესურსი გვაქვს, რომ ჩვენი ყველა რეგიონი განვითარებული იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის

 „ჩვენმა ქვეყანამ უკვე შექმნა წარმატების ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია,  მოვიპოვეთ თავისუფლება, ჩვენი ქვეყანა დავაყენეთ დემოკრატიული განვითარების  გზაზე და სტაბილური  განვითარებით ვქმნით ახალ რეალობას“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

„კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის პრეზიდენტი, სტრასბურგის სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოხდენას ცდილობდნენ“

იყო სტრასბურგის სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ამ გავლენის ქვეშ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ელისაშვილი ნარმანიას: ვერ შეძელი წინააღმდეგობის გაწევა, გადაგიარეს

„ყველაზე დიდი ქომაგი და მეგობარი გყავდი. გეუბნებოდი, არ მიდის რაღაც სწორად, გადაგივლიან - მეთქი",- ასე მიმართა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა დედაქალაქის მერს, რომელმაც დეპუტატებს ერთ წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 

შორენა ბუხრაშვილი: რეჟიმები შეჭამენ ისეთ კეთილსინდისიერ ადამიანებს, როგორიც დავით ნარმანიაა

„მოსახლეობა გააცნობიერებს, რომ რეჟიმები შეჭამენ ისეთ კეთილსინდისიერ ადამიანებს, როგორიც ბატონი დავით ნარმანიაა", - ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა შორენა ბუხრაშვილმა განაცხადა.

 

დოლიძე პარლამენტის შესაძლო გადატანაზე: ამგვარი შესაძლებლობა თუ გაჩნდება, წინააღმდეგი არ ვარ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, თუ გადაწყდება, რომ პარლამენტი თბილისშიც და ქუთაისშიც იყოს, ის ამის წინააღმდეგი არაა.

ნარმანია: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მერიის საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობენ

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას  და ამით  მერიის საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობენ.

 

ნარმანია: თითოეული ხმელი ხის მოჭრაზეც გავცემთ ნებართვას და ვადგენთ სტატისტიკას

თბილისის მერიის 2016 წლის ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ, თბილისის საკრებულოში სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

ნარმანია ახვლედიანს: ნაზღაიძეზე რომ ლაპარაკობთ, 12 ჰექტარი მიწა ჩამოართვით მოქალაქეს და ნაგავსაყრელი გახსენით

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს წევრ მამუკა ახვლედიანს ის პერიოდი შეახსენა როდესაც ყოფილი მერის გიგი უგულავას მოადგილე იყო.

 

ნარმანია: ჩუღურეთის გარდა, გარე მოვაჭრეების გაყვანა სხვა უბნებიდანაც მოხდება

ჩუღურეთის გარდა გარე მოვაჭრეების გაყვანა  სხვა უბნებიდანაც მოხდება,-ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს დღევანდელ  სხდომაზე განაცხადა.

 

ნარმანია: მერად მეორე ვადით კენჭისყრაზე გადაწყვეტილებას გუნდში კონსულტაციების შემდეგ მივიღებ

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერად მეორე ვადით კენჭისყრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გუნდში კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

ნარმანია საკრებულოს ოპოზიციას: თუ არა შოუს დადგმა, მაინცდამაინც კამერებით რატომ გინდათ მთავრობის სხდომაზე დასწრება ?!

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია შოუს დადგმას აპირებდა და სწორედ ამიტომ არ მისცა მათ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების საშუალება.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics