პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო დიდ დიღომში, ახალი მუნიციპალური საავტომობილო ბაზის პრეზენტაციაში, რომელიც თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებულ შემადგენლობას მოემსახურება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება ახალი.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია ლეგიტიმურია, მაგრამ პოლიტიკური ლეგიტიმაცია სხვა საკითხია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევიტი ცენტრის სპეციალისტებმა, ქვემო ქარტილის რეგიონის 31 სოფელში ფერმერებს მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ33-კმ40 (მოლითი-წიფა) მონაკვეთზე დასაშვებია 10 ტონამდე მასის, ხოლო კმ41-კმ51 (წიფა-ჩუმათელეთი) მონაკვეთზე 20 ტონამდე მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, ე.წ. ჭიაკოკონობაზე საბურავები და პლასტიკური მასალები არ დაწვან.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი თოვლი, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანი–როდიონოვკა ) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თეატრისა და კინოს მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის პანაშვიდი დღეს, 17:00 საათიდან გაიმართება მისამართზე - თამარაშვილის ქუჩა 19/ა (სადარბაზო პირველი, მეხუთე სართული).
ალთერ ვიჟენ ჯგუფი წარმოგიდგენთ, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს, TBILISI OPEN AIR 2017-ს. მსმენელის წინაშე წელს ARCHIVE, ANATHEMA, LENINGRAD, SEVDALIZA, ALEX.DO, OXIA, SOFT EJECT, YOUNG GEORGIAN LOLITAZ და კიდევ 20-ზე მეტი ქართველი არტისტი წარდგება.
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ და რაიმუნდას კარობლისმა შეხვედრისას განხილული თემები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს სახელწოდებით – „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“, რომლის ერთ-ერთი კომპონენტის – „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ – ფარგლებში ონის, კასპისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა – 50-მდე კომპიუტერი და 30-მდე პრინტერი – გადაეცათ.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More