პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული მასალის შენახვის ვადა 120 საათამდე გაიზარდა.
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაზე, მოყვანაზე ან კულტივირებაზე თავისუფლების აღკვეთა უქმდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ჩ. დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის შს მინისტრმა რიჰარდს კოზლოვსკისიმ ხელი მოაწერეს ოქმს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
სააქციო საზოგადოება „თბილისის თამბაქოს“ ადვოკატი და წარმომადგენელი გიგა კვერენჩხილაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენ ფადი ასლის ქართული თამბაქოს ბიზნესის დასამარება სურს, რასაც სასამართლოზე ზეწოლით ცდილობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ, აღმაშენებლის ხეივანზე, 2017 წლის 22 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ თორნიკე ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ერთთვიანი ძებნის შემდეგ, სენაკში დაკარგული 8 წლის ნიკუშა გაბეჩავას ცხედარი მდინარე ტეხურაში იპოვეს.
ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 3 ადამიანი დააკავეს.
„აუდიტი ვალდებული იყო, ეცნობებინა, თუკი მასალების პროკურატურაში გადაგზავნას აპირებდა“
ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More