ქართული მხარე უკრაინისგან დავით გერლიანთან დაკავშირებით, განმარტებებს ითხოვს
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ქართული მხარე უკრაინისგან ელოდება განმარტებას, იყო თუ არა ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის უკრაინული პასპორტი ავთენტური და თუ არა, რატომ არ მოხდა მისთვის აღნიშნული პასპორტის ჩამორთმევა.