აპრილში მეტალურგიული მრეწველობის, უძრავი ქონების და სასტუმრო/რესტორნების სექტორში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა
„წინასწარი შეფასებით, 2017 წლის აპრილში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მეტალურგიული მრეწველობის, უძრავი ქონების და სასტუმრო/რესტორნების სექტორში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.