ირაკლი ღარიბაშვილი: ღია მმართველობა, როგორც პრინციპი, ჩვენი მთავრობის მმართველობის განუყოფელი ნაწილია
"ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ მმართველობის კულტურას, რადგან ღია მმართველობა, როგორც პრინციპი, ჩვენი მთავრობის მმართველობის განუყოფელი ნაწილია", - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონალური კონფერენცია, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.