გიორგი მარგველაშვილი: მოგონილი საზღვრები ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და ურყეობას ვერ გაყოფს
„დღეს, როცა რუსეთის პრეზიდენტი ჩადის ოკუპირებულ აფხაზეთში, ეს არის ფუჭი და უშედეგო მცდელობა, რაიმენაირად მოხდეს ლეგიტიმაცია ისტორიული უსამართლობის“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წელს, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები გვირგვინით შეამკო.