|
2020-03-25 22:15:26, 6714 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი აჭარიდანაა და თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი აჭარის რეგიონთანაა დაკავშირებული, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისივე თქმით, მოქალაქეს ტემპერატურა საზღვრის კვეთის დროს ჩატარებული თერმომონიტორინგისას დაუფიქსირდა, რის შემდეგადაც კლინიკაში გადაიყვანეს. „ერთ ადამიანს დაუდასტურდა კორონა ინფექცია. მას ჰქონდა მოგზაურობის ისტორია მეზობელ თურქეთის სახელმწიფოში. საზღვრის კვეთის დროს თერმომონიტორინგის დროს დაუფიქსირდა ტემპერატურა. ის პირდაპირ საზღვრიდან გადაყვანილი იქნა კლინიკაში და დადასტურების შემდგომ ის გააგრძელებს ამ კლინიკაში მკურნალობას. ამ დროისთვის, ჩვენს კლინიკაში გვყავს 6 დადასტურებული შემთხვევა“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით 75 ადამიანია ინფიცირებული.
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)