2026-06-06 13:19:19, 275 ნახვა
სამართალი
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
თბილისი რუსთავის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის 2 მიკროავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა - ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბავშვებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ, თუმცა ისინი კლინიკაში მაინც გადაიყვანეს. ბავშვები გარდაბნის ერთ ერთი სკოლის მოსწავლეები არიან.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევას ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა.
უწყების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,