00:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 17:13:40, 1590 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი 15 წლის მოზარდზე - სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ზეწოლას და ჩვენების მიცემის იძულებას

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გარდაცვლილ 15 წლის მოზარდზე და მასთან ერთად გამოკითხულ მოსწავლეებზე სავარაუდოდ, ზეწოლის და იძულებითი ჩვენების მიღების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

ამის შესახებ ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვა სავარაუდოდ, ღამის საათებში ჩატარდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„იკვეთება ნიშნები, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა დარღვეული იყო. სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა მათზე ზეწოლას და ჩვენების მიცემის იძულებას. საეჭვო ასევე დრო და გამოკითხვის ხანგრძლივობა. სავარაუდოდ, გამოკითხვა ჩატარდა ღამის საათებში, რაც ასევე არღვევს კანონმდებლობას. არსებობს მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც მიანიშნებს, რომ იქ შექმნილი არ იყო ფსიქოლოგიური იძულებისაგან თავისუფალი გარემო. არასრულწლოვანთა დაპირისპირებაც მოხდა, მათი ჩვენებების, რაც დამატებით სტრესი და ფსიქოლოგიური იძულება იყო. ყოველივე ეს კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.

ცნობისთვის, საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics