12:47 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-29 11:28:57, 249 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ მოქალაქეებს მოუწოდებს, მხარდაჭერის მიზნით, სანდრო ეულის 3 ნომერთან მივიდნენ. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ელენე ხოშტარიასთან ექიმების შესვლის შემდეგ, უკვე 14:00 საათზე "ცვლილებისთვის" წევრები სანდრო ეულის ქუჩაზე პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბებიან, სადაც უწყებს გადაწყვეტილებას დაელოდებიან. ამის შესახებ გვარამიამ ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ჩვენ აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ დავაკვირდეთ პროცესებს, რომელიც ელენესთან ექიმების შესვლას უკავშირდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საბოლოო დასკვნისთვის ბოლო ვიზიტს, იმიტომ, რომ ამის შემდეგ ჩვენ 14:00 საათზე გვექნება უკვე შეხვედრა პენიტენციურ სამსახურთან თბილისში, კერძოდ, ჯანდაცვის დეპარტამენტთან და ვიმედოვნებთ, რომ დღეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ელენეს ჯანმრთეობის მდგომარეობაზე საბოლოო, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ექიმები შევლენ უკვე რამდენიმე წუთში ციხეში, როგორც უკვე მოგახსენეთ, იქნება საბოლოო დასკვნა მათი მხრიდან და ჩვენ ვიცით, რომ ელენეს მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას. ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. არ შეიძლება, ადამიანი უკანონო პატიმრობის გარდა ასევე იმყოფებოდეს უმძიმესი ტკივილების ქვეშ, რაც უტოლდება მის წამებას და არაადაიანურ მოპყრობას. 

მე მინდა, ყველას გთხოვოთ, დღეს, 14:00 საათზე სანდრო ეულის 3 ნომერში შევიკრიბოთ პენიტენციური დაწესებულების შენობის წინ და დაველოდოთ გადაწყვეტილებას, დასკვნას, რომელიც, იმედი მაქვს, იქნება ადეკვატური და მოგვცემენ შესაძლებლობას, ელენეს ჯანმრთელობა გამოვასწოროთ და მოვუხსნათ ის მძიმე და აუტანელი ტკივილები, რომელიც მას გამოწვეული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ჩვენ არ ვაპირებთ ამ წუთში რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღებას და ველოდდებით კვლავ ადეკვატურ გადაწყვეტილებას, თუმცა მისი მიუღებლობის შემთხვევაში ჩვენი ნაბიჯებიც იქნება აეკვატური და საპასუხო იმ იმ უარყოფითი გადაწყვეტილებისა, თუ ამგვარი იქნება მიღებული. ხაზს გავუსვამ, ჩვენ ამ წუთში პოლიტიკურ კაპიტალიზაციას ამ საკითხზე არ ვაპირებთ, ჩვენთვის უმთავრესი და გადამწყვეტი არის ჩვენი მეგობრის, თანამოაზრის და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენა, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics