00:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 14:47:51, 1652 ნახვა

სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს, რომ თვითდაზიანება „მწვანე სკოლის“ კიდევ ერთმა მოსწავლემ მიიყენა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ლუკა სირაძის გარდა, თვითდაზიანება „მწვანე სკოლის“ კიდევ ერთმა მოსწავლემ, 15 წლის გოგონამ მიიყენა.

ამის შესახებ თოლორაიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯომარე სოფიო კილაძეს შეხვდა.

ინსპექტორმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლის ქმედებაშიც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.

„ვმუშაობთ 24 საათიან რეჟიმში. ნებისმიერი პირი, რომლის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არავინ არ მოერიდება ამ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ 15 წლის ბავშვმა მიიყენა თვითდაზიანება“, - აღნიშნა თოლორაიამ.

შეგახსენებთ, საქმე ეხება „მწვანე სკოლის“ კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რის გამოც, ადმინისტრაციამ სკოლაში პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამოკითხვისას გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად.

საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics