01:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 12:11:06, 1920 ნახვა

სამართალი
ლუკა სირაძის გარდა, მთვითმკვლელობა მწვანე სკოლის კიდევ ერთმა მოსწავლემ სცადა

„მწვანე სკოლის“ დირექტორი ბექა დავითური სკოლის კიდევ ერთი მოსწავლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს ადასტურებს.

დავითური მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ კითხვებს გამოძიებამ უნდა უპასუხოს.

„ის ფაქტები და კიდევ სხვა ფაქტები ამ საქმესთან დაკავშირებული არის გამოძიების საკითხი. ამ საქმეში არის დეტალები, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გააჟღეროს. მე ინფორმაცია მაქვს, რომ ის ადამიანები ვისაც შემხებლობა ჰქონდა ამ საქმესთან მათი მდგომარეობა იყო მძიმე. არა მარტო ამ გოგონას, არამედ სხვა კლასელების მდგომარეობაც იყო და არის რთული, პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით“, - განაცხადა დირექტორმა.

შეგახსენებთ, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი გუშინ გარდაიცვალა.

საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, სკოლაში პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics