14:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 15:42:23, 610 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: მერიას ბილეთების კვოტა არ მოუთხოვია, თუმცა ნამდვილად გვეკუთვნის

„მერიას ბილეთების კვოტა არ მოუთხოვია, თუმცა ნამდვილად გვეკუთვნის“,-ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 
„მერიას ბილეთების კვოტა არ მოუთხოვია, თუმცა ნამდვილად გვეკუთვნის. იმიტომ რომ მასპინძელი ქალაქი ვართ. შესაბამისად, ჩვენი სამსახურები, რომლებიც  აქიურად იყვნენ სამუშაოებში ჩართული, თუნდაც სტადიონის მომზადების პროცესში...  ეს ადამიანები იმსახურებენ  თამაშზე  დასწრებას“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. 
ცნობისთვის, ხელისუფლებამ ფეხბურთის ფედერაციისგან სუპერთასის მატჩზე დასასწრები 2 500 ბილეთის გამოყოფა მოითხოვა. 
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საქართველოში საჯარო გაყიდვებისათვის გამოყოფილი უეფას სუპერ თასის 22 089 ბილეთი სრულად გაიყიდა. გაყიდვები დღეს დილით 5:15 საათზე დასრულდა.
უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics