20:03 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-11 09:32:49, 387 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულება ძალაში დღეიდან შევიდა და მისი განხორციელება 1 იანვრიდან დაიწყება.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ფრანგულ მხარესთან მსგავსი სახის ხელშკერულებების გაფორმება პოლიტიკური ნების გარეშე ვერ მოხდებოდა.

„მეორე ეტაპი უკვე დავასრულეთ. დღეს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას. ფრანგებმა საოცარი ხარისხის პარტნიორობა, მოწადინება, ნდობა გვაჩვენეს. ასეთი გადაწყვეტილებები, ბუნებრივია, პოლიტიკური ნების გარეშე არ მიიღება, რადგან, საქართველოსთან დაკავშირებით არ იყო ისეთი ცალსახა პოზიცია. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არანაირ ემბარგოზე საქართველოსთან მიმართებაში აღარ შეიძლება იყოს საუბარი. ჩვენ მივაღწიეთ რამდენიმე მიზანს, მათ შორის, თემის დივერსიფიკაცია მოვახდინეთ და ფუნდამენტური საძირკველი მივიღეთ იმისთვის, რომ ნებისმიერ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ნებისმიერი სხვა ტიპის ამოცანების გადაწყვეტისთვის ველაპარაკოთ. კმაყოფილი ვარ ამ ორი ხელშეკრულების როგორც შინაარსით, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობით“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მინისტრმა საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგულ კომპანიებს პარტნიორობის მაღალი ნდობისათვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა ფრანგულ მხარეს, ფრანგულ სახელმწიფოსა და ამ კონკრეტულ კომპანიებს იმისათვის, რომ მთელი ეს პროცესი პარტნიორობის მაღალი ნდობის და საქართველოსთვის წარმატებაში დაინტერესების სულისკვეთებით წარიმართა. ეს ამ ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დებულებაში ჩანს“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი ხელშეკრულების დეტალების საკითხებსა და მის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მთავარსარდალთან და პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფორმატში გეგმავს შეხვედრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics