20:50 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-21 18:52:44, 289 ნახვა

ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა

ირაკლი კობახიძის ბრიფინგის პარალელურად,  მთავრობის კანცელარიასთან აქტივისტი ანა კომლაძე ბანერზე წარწერით “მთავრობა რომ არ იპარავდეს, ბავშვებს წამალი ექნებოდათ” მივიდია - ინფორმაციას ფოტოგრაფი MO SE ავრცელებს. 

მისი თქმით, ქალ აქტივისტს პოლიციამ არ მისცა საშუალება ადმინისტრაციის შესასვლელის წინ მდგარიყო.  საბოლოოდ კომლაძეს ტერიტორია დაატოვებინეს. 

რამდენიმე თვეა, დიუშენით დაავადებულების მშობლები წამლის მოთხოვნით აქციებს მართავენ. მათ გუშინდელი ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს.მშობლებს პოლიცია არ აძლევს საშუალებას, ადმინისტრაციის წინ, სკვერში დადგან კარვები ან შეიტანონ პუფები. 

მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე" მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს.

მშობლებისთვის სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, ისინი 24 საათიან პროტესტს აგრძელებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics