18:22 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 15:15:38, 430 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მოსახლეობის 50% სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, სიღარიბეში ცხოვრობს

ჩვენი მოსახლეობის 50% სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, სიღარიბეში ცხოვრობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში" სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოში არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი.

"ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება და იმის საშუალება არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს, რომ არ გამოვიყენოთ თითოეული რესურსი. მაშინ როდესაც ჩვენ შევისწავლეთ მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონებში არსებული რესურსები, ჩვენ ეს სურათი გვაქვს და ეს არის ხელმისაწვდომი და ჩვენ ამის პრეზენტაცია პირადად ჩავატარეთ. შეგვიძლია მეწარმეებთან ერთად აქტიურად დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება. სახელმწიფოს არ შეუძლია იმაზე უკეთესი შესთავაზოს, რაც არის "აწარმოე საქართველოში", ან იაფი აგროკრედიტი, რომელის ფარგლებშიც ჩვენ 10%-იან სესხის სუბსიდირებას ვუკეთებთ და მეწარმეს, 1% ან 2% გადახდა უწევს მხოლოდ. ჩვენ ვაძლევთ ქარხანას თუ მიწას სიმბოლურ ფასად ერთ ლარად. ამას გარდა სახელმწიფო გასცეს გარანტიას ბანკებისთვის 50%-ის ოდენობით, ეს არის უდიდესი ხელშეწყობა. ასეთი პირობები თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ არის ევროპაში. ჩვენს პირობებში ეს არის უნიკალური, ახლა საჭიროა გააქტიურება მეწარმეების მხრიდან, მაშინ როდესაც არის სტაბილური გარემო და მაშინ როდესაც ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ბიზნესს. მაშინ როდესაც სახელმწიფოს ნება არსებობს, რომ ეკონომიკა გაძლიერდეს წინ აღარაფერი არ უნდა დაგვიდგეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა გაერთიანება და ერთბლივი ძალებით ეკონომიკის გაძლიერება.

"ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ, ამ მდგომარეობას ჰქვია სიღარიბე. 50% ჩვენი მოსახლეობის სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, ცხოვრობს სიღარიბეში. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ამ პროგრამის მნიშვნელობა და ჩვენ რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დავხვეწავთ ამ პროგრამას და მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა, კონსულტაციები გავმართოთ ამ პროგრამების განხორციელებაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმითვე, ასევე იგეგმება რამდენიმე კომპონენტის დამატება და პროგრამის გაფართოება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics