20:06 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-21 18:07:34, 283 ნახვა

პოლიტიკა
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება

სუს-ის უფროსის პოსტზე რეჟიმი მამუკა მდინარაძეს გელა გელაძით ანაცვლებს. ეს განცხადება ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე გააკეთა.

ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ის ასევე იქნება ვიცე-პრემიერი.

რაც შეეხება შს მინისტრს, ამ თანამდებობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ სულხან თამაზაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული. 

დღევანდელ ბრიფინგზე ოცნების პრემიერმა ასევე თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვიცე-პრემიერიც იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics