2015-07-07 14:01:34, 475 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: მედიაში განცხადებების კეთებას სჯობს სამუშაო პროცესი შედგეს
„მედიაში განცხადებების კეთებას ალბათ ჯობს რომ სამუშაო პროცესი შედგეს", - ასე გამოეხმაურა ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებიოს მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული ბანკის დასკვნას ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებით.
„სამუშაო რეჟიმში ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი წინადადება, თუმცა, მე მგონია, რომ მედიაში განცხადებების კეთებას სჯობს სამუშაო პროცესი შედგეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის ეროვნულმა ბანკმა ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებით პარლამენტში დასკვნა გადააგზავნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან